20 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
მერობის და საკრებულოს წევრობის საერთო კანდიდატები - ერთობა „ახალი საქართველოს“ ლიდერებმა მრგვალ მაგიდასთან იმსჯელეს 

ერთობა „ახალი საქართველოს“ ლიდერებმა პრაიმერის გზით მერობის და საკრებულოს სიის საერთო კანდიდატების გამოკვეთაზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს. შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მრგვალი მაგიდა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ინიციატივით გაიმართა. „ახალი საქართველოს” წევრებმა რამდენიმე დღის წინ მიმართეს პოლიტიკურ პარტიებს და მერობის საერთო კანდიდატის გამოვლენისკენ მოუწოდეს.

„ჩვენი პრაიმერის მექანიზმი გულისხმობს მერობის, გამგებლების, საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის და სიის პრაიმერს. უნდა ირჩევდეს კანდიდატსაც ხალხი, რომ შემდეგ ეს კანდიდატი არჩევნების შემდეგ ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს. ეს არის ერთობა, რის გარშემოც ვერთიანდებით და ერთობა „ახალი საქართველო“, ეს არის ახალი სტანდარტი, რომელიც გვინდა დავამკვიდროთ ქართულ პოლიტიკაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები