25 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
იმედს გამოვთქვამთ, რომ დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორიც იყო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა - გიორგი აბაშიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება. განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.

მან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის აუცილებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა რეალური შედეგის მომტანი იქნება.

აბაშიშვილმა ყურადღება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზეც გაამახვილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მას „ფასადური პროცესი“ უწოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მოხდა გარკვეულ წილად გადაფასება და აღიარება იმ შეცდომების, რომელიც დიალოგის არქონას უკავშირდებოდა და შესაბამისად, ჩიხიდან გამოსვლის გზა იქნა შემოთავაზებული, პირველი ნაბიჯები იქნა შემოთავაზებული და ეს მისასალმებელია. ამავდროულად, გამოვთქვამთ იმედს, რომ დიალოგის ეს პროცესი დაემყარება რეალური კონსენსუსის მიღების იმედს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უახლესი წარსულის გამოცდილება არ იძლევა მაღალი ნდობის რესურსს, იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორიც ეს იყო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა ამ პერიოდამდე,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

“ქართულმა ოცნებამ“ შეხვედრაზე არც ქვეყნის პირველი პირი და არც მისი წარმომადგენლები მიიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები