24 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციას და მმართველ გუნდს მეტი გახსნილობისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციას და მმართველ გუნდს მეტი გახსნილობისკენ მოუწოდებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი შედგეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი, ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგის რეალურად დაწყებისკენ მოუწოდებს.

„ვფიქრობთ, რომ შეხვედრა თუ შეხვედრისთვის არ იქნება და ის ორიენტირებული იქნება კონსენსუსზე, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება იყოს გახსნილი ამ კონსენსუსისთვის, არამედ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსაც ჰქონდეს ერთიანი შეთანხმებული პოზიცია, რაც უფრო გაადვილებს მოლაპარაკებების პროცესს,“ - აცხადებს ზვიად დევდარიანი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, ოპოზიციას ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი განცხადების ნაწილი ზუსტად იმას ეხება, რომ ოპოზიცური სპექტრი მაქსიმალურად იყოს მობილიზებული, გაერთიანებული თავის პოზიციაში, მოლაპარაკებები გაიმართოს გამჭვირვალედ საზოგადოებისთვის,“ - აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.

დღეს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ პოლიტიკური პარტიებს შორის დაგეგმილ კონსულტაციებს გამოეხმაურა. მათ მმართველ გუნდს და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, რომ არ იმოქმედონ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

ამავე თემაზე
დღის ამბები