23 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ფაილ ჰუსეინოვს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ფაილ ჰუსეინოვს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სასამართლომ მხარემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა 100 ათას ლარის გირაოს გადახდის თაობაზე. მოსამართლემ გადაწყვეტილება მიმალვის საფრთხისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მოტივით მიიღო.

თავად ფაილ ჰუსეინოვი ბრალს არ აღიარებს და როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, ბრალდებულმა არც ის იცის, თუ საიდან აღმოაჩინეს სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს ნარკოტიკული საშუალება. 

„ჩხრეკას დაესწრო მისი სიდედრი, რომელიც ადასტურებს ჩხრეკის ოქმს ხელმოწერით, ასევე დაკითხული არის საგამოძიებო მოქმედების შემდეგ. მან დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არანაირ უკანონობას ადგილი არ ჰქონია,“ - განაცხადა პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები