20 აპრილი 2024,   00:38
ვრცლად
სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე თუ არის მსჯელობა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსხდებით მაგიდასთან - ოპოზიცია

ქვეყნის მთავარ კანონზე მართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტში ერთი საათის წინ დაიწყო. შეხვედრას უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, უძღვება, რომელმაც მოლაპარაკებების მონაწილეებს მიმართა.

შეხვედრამდე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრინციპულ საკითხებზე მმართველი გუნდი აუცილებლად დათმობაზე უნდა წავიდეს.

„სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე თუ არის მსჯელობა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსხდებით მაგიდასთან და ამ სისტემის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით მზად ვართ მოლაპარაკებისთვის,“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი, აცხადებს, რომ ქართული ოცნებისგან მცირე შემოთავაზებებს არ მიიღებს, რადგან ისეთი საკითხი, როგორიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, უკომპრომისოა.

„შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა რამეზე გაიცვალოს, რომ გადმოგვიყარონ საკენკის სახით ბლოკები, უბარიერო სისტემა თუ ბუნებრივი ბარიერი და ამის სანაცვლოდ „გაგვაოპრავებინონ“ მაჟორიტარული სისტემა ერთჯერადად. ეს ხელისუფლებამ უნდა დაივიწყოს,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ფიქრობს, რომ ისეთი საკითხები, რომლებზეც მმართველი გუნდი რამდენიმე თვის გამავლობაში ოპოზიციასთან, არასამთავრობოებთან და სახალხოდ განიხილავდა, დღეს არ უნდა დაივიწყოს.

„ეს არის ის წითელი ხაზი, ვერ უნდა გადავიდეს ვერც შემომთავაზებელი და ვერც საკითხის განმხილველი, იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება,“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, დატოვა. თუმცა, ამბობს, რომ სხდომის დატოვება მის მიერ არანაირ პროტესტს არ უკავშირდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები