19 აპრილი 2024,   21:46
ვრცლად
ბრალდებები ეპისკოპოსის მიმართ - მოქალაქეთა ჯგუფი ეპისკოპოს ელიზბარ დიაკონიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

ეპისკოპოსი ელიზბარ დიაკონიძე თაღლითობაშია ბრალდებული. მოქალაქეთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ ეპისკოპოსი ელიზბარ დიაკონიძე მათ, თანხის სანაცვლოდ, ისრაელსა და კანადაში წაყვანას ჰპირდებოდა, სადაც ისინი არალეგალებად დარჩებოდნენ.

დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ ეპისკოპოსს ფული მისცეს, თუმცა მან დაპირება არ შეასრულა. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს თავად ელიზბარ დიაკონიძე.

სასულიერო პირი ქართული ეკლესიიდან რამდენიმე წლის წინ ნასამართლეობის გამო განკვეთეს. ქართველი დეკანოზი ამის შემდეგ საბერძნეთში წავიდა და იქ მართლამდიდებლურ ეკლესიასთან კონფლიქტში მყოფ ერთ-ერთ ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს.

სასულიერო პირი კურიერთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ არავინ მოუტყუებია და 4-კაციანი ჯგუფი ისრაელში მოსალოცად უნდა წაეყვანა.

სასულიერო პირს ბრალს იმ ტურისტულ კომპანიაშიც სდებენ, რომელის მასსა და გამგზავრების მსურველებს შორის შუამავალი იყო. ტურისტულ კომპანიაში სატელეფონო ჩანაწერიც აქვთ, სადაც ეპისკოპოსი აღებული თანხის დაბრუნებაზე თანახმაა.

თაღლითობის სავარაუდო საქმით გამოძიებაც დაინტერესდა. ერთ-ერთი დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე, შინაგან საქმეთ სამინისტრომ საქმეზე მოკვლევა დაიწყო.

დღის ამბები