25 აპრილი 2024,   21:02
ვრცლად
ბარსელონაში ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი 3 წლის ბავშვია

14 დაღუპული და 130 დაშავებული - ესპანეთში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. ტერიტორისტების ერთ-ერთი მსხვერპლი 3 წლის ბავშვია, რომელიც ბარსელონაში თავდასხმის დროს ტურისტულ ზონაში იმყოფებოდა. დაკარგულად ითვლება სკოლის კიდევ ორი მოსწავლე, ისინი ესპანეთში საზაფხულო არდადეგებზე ჩავიდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერაქტების სერია 12-კაციანმა დაჯგუფებამ მოაწყო.

გამოძიებამ ტერაქტიდან მეორე დღეს ყველა თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. 4 დაკავებულია, მათ შორის მუსა აუკაბირის ძმაც, რომლის საბუთითაც ტერორისტებმა ორი ფურგონი იქირავეს. ერთი რამბლაზე ფეხით მოსიარულეების წინააღმდეგ გამოიყენეს, მეორით კი გაქცევას გეგმავდნენ. ის სამართალდამცველებმა ბარსელონასთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში, იპოვეს.

ტერაქტის დროს ადგილზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, 6 მათგანს საკონსულოს დახმარება დასჭირდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები