18 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
ძლიერი ხანძარი - თბილისში ისნის ბაზრობა დაიწვა

თბილისში გვიან ღამით ხანძარი ისნის ბაზრობაზე გაჩნდა.  ხანძრის ლიკვიდაციას 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ,  ხანძარი ისნის ბაზრობაზე, ე.წ. “დაშლილების” ტერიტორიაზე გვიან ღამით გაჩნდა.

დამწვარია, დაახლოებით, 1200 კვმ ფართობი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები