25 აპრილი 2024,   18:11
ვრცლად
ისნის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.

პირველადი ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ამავე თემაზე
დღის ამბები