25 აპრილი 2024,   19:49
ვრცლად
შსს-მ "ნიკორას" მაღაზიის დაყაჩაღებისთვის 1 პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა ნიკორას მაღაზიის დაყაჩაღებისთვის 1 პირი თბილისში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია 1990 წელს დაბადებული ა.ო. ყაჩაღობის ბრალდებით". 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ნიკორას მაღაზიას თავს დაესხა, ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები