25 აპრილი 2024,   16:37
ვრცლად
არტურ ოგანეზოვი, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ბრალს სდებდა, დააკავეს

არტურ ოგანეზოვი, რომელიც პოლიციის ძველი თბილისის განყოფილების თანამშრომლებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა, ისევ დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა გუშინ აიყვანეს. საღამოს კი ფონიჭალა სამში მდებარე მის სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

კურიერს დაკავებულის მამა დაუკავშირდა, თუმცა დეტალებზე ოჯახი არ საუბრობს.

არტურ ოგანეზოვსა და ფილიპე ბაბაიანს ორი წლის წინ კლუბ ნაინში მომხდარი ინციდენტის საქმეზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ბრალი წაუყენეს, ახალგაზრდები კი სამართალდამცველებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდნენ.

ბრალდებულების სხეულზე მრავლობითი დაზიანებების არსებობა დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნითაც.

დღის ამბები