ფინეთის ქალაქ ტურკუში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. გამოძიებამ თავდამსხმელის ვინაობაც დაასახელა. ის 18 წლის მაროკოელი აღმოჩნდა.
დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა გუშინ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ორი ადამიანი მოკლა, 8 კი დაჭრა. ორივე დაღუპული ფინეთის მოქალაქეა, დაშავებულთა შორის კი ორი შვედი და ერთი იტალიელია.
მომხდარის შემდეგ თავდამსხმელს სამართალდამცველებმა ფეხში ესროლეს და დააკავეს. ღამით ქალაქში მასშტაბური რეიდებიც ჩატარდა. ოპერაციის დროს პოლიციამ კიდევ 5 ეჭვმიტანილი დააკავა.