24 აპრილი 2024,   01:25
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების დახმარების ცენტრს  ხელოვნური სუნთქვის აპარატიანი სატრანსპორტო ინკუბატორები გადაეცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდისგან ახალშობილთათვის განკუთვნილი ინტეგრირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატიანი სატრანსპორტო ინკუბატორები გადაეცა.

ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის მთავარი მიზანია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს ხელი შეუწყოს ახალშობილთა რეფერალის ეფექტურად წარმართვას.

ხელოვნური სუნთქვის აპარატიანი სატრანსპორტო ინკუბატორები განთავსდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეანომობილებში და განკუთვნილია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალშობილებისათვის.

დღის ამბები