16 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
მმართველი გუნდი და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკების ახალ რაუნდს აფასებს

პარლამენტის საშემოდგომო სესიის დაწყებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება, უმრავლესობა კი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ამჯერად ოპოზიციური სპექტრისგან პოზიციის წერილობით წარდგენას ელოდება.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდის შიდა კონსულტაციები ძალიან მალე გაიმართება.

„უახლოეს დღეებში უმრავლესობის შიგნით, მმართველ გუნდში, კონსულტაციების შემდეგ ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც უკვე უმრავლესობის პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით გახდება ცნობილი,“ - აცხადებ არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციის წევრები ქართული ოცნების მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისკენ მზაობას ვერ ხედავენ. მოლაპარაკებების დასაწყებად კი მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია. 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მათთვის პრიორიტეტული საკითხია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა, ეჭვობს, რომ მმართველი გუნდი შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწევს.

„მეეჭვება, რომ ხელისუფლებამ შეძლოს მცირე პარტიებით რაღაცნაირად გაამართლოს, გარეცხოს თავის გადაწყვეტილება და გამოაჩინოს, რომ რამე სახის კონსენსუსი არსებობს ამ მთავარი, დიდი რაოდენობა მოთამაშეების გარეშე,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს.

ქართული ოცნებისგან ჯერჯერობით არანაირი პოზიტიური გზავნილი არ არის, არანაირი მზაობა არ არის კონსტრუქციული დიალოგის,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

დღის ამბები