18 აპრილი 2024,   10:20
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - მმართველი გუნდი ოპოზიციისგან წინადადებებს წერილობითი სახით ელოდება

უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგი რაუნდის დაწყების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს მათი მოთხოვნების წერილობითი ფორმით წარდგენა მოსთხოვა.

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება ნაკლებად პრინციპულ მოთხოვნაზე დათმობაზე წავა და შემდეგ ამ დათმობით ვენეციის კომისიასთან თავს მოიწონებს.

ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ 20 პარტიიდან რამდენიმე მცირე გაერთიანებამ შესაძლოა, ხელისუფლების სურვილი გაიზიაროს. კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობენ ევროპული საქართველოს წევრები.

ერთადერთი ძალა, რომელიც გუშინდელი შეხვედრით ბოლომდე კმაყოფილია, ეს საპარლამენტო უმრავლესობაა. არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევას შეძლებენ.

პირველი შეხვედრა საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობით გაერთიანებულ ოპოზიციასა და მართველ გუნდს შორის გუშინ შედგა. უმრავლესობის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციამ სხვა მოთხოვნა არ დააყენა. ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ითხოვენ.

მმართველმა გუნდმა პოზიციების შესაჯერებლად რამდენიმე დღე ითხოვა, რის შემდეგაც კიდევ ერთი შეხვედრა შედგება და ოპოზიციურ პარტიებს უკვე თავიან პოზიციას გააცნობენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები