20 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
ტერაქტი ბარსელონაში - ტერაქტის 22 წლის ავტორი და შემსრულებელი ამ დრომდე თავისუფალია

ბარსელონის საგამოძიებო უწყებები ტერაქტის 22 წლის ავტორს და შემსრულებელს ამ დრომდე ეძებენ. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. არ გამორიცხავენ, რომ მან ესპანეთის დატოვება შეძლო და ახლა საფრანგეთის ტერიტორიას აფარებს თავს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ აბუ იაკუბია ტერაქტის უშუალო შემსრულებელი, ის იჯდა საჭესთან და მართავდა თეთრი ფერის ფურგონს, რომელიც რამბლას ბულვარზე ხალხში შევარდა. შემთხვევის შედეგად 14 გარდაცვლილს შორის ერთი ბავშვია.

ძალოვანი უწყებების ცნობით, ამ ეტაპზე ესპანეთში ახალი თავდასხმის გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს. ქვეყანაში განგაშის დონე უცვლელი რჩება.

ტერაქტის დროს დაშავებულებს შორის 34 ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ შორის ყველაზე მეტი, გერმანელები და ფრანგები. თავდასხმის ადგილას დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი თვითმხილველებთან და ადგილობრივებთან ერთად მიაგო.

ტერაქტიდან მესამე დღეს ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩს მასპინძლობს, რომელიც წუთიერი დუმილით გაიხსენება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სტადიონთან პოლიციის სპეციალური კონტროლიც შემოიღეს.

დღის ამბები