25 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
ტერაქტი ფინეთში - თავდამსხმელის სამიზნე ქალები იყვნენ

18 წლის მაროკოელი, რომელმაც ქალაქ ტურკუში თავდასხმა მოაწყო, ფინეთში 2016 წელს ჩავიდა და თავშესაფრის მინიჭების პროცესს გადიოდა. მის გარდა სამართალდამცველებს კიდევ 4 მაროკოელი ჰყავთ დაკავებული, მეექვსე ეჭვმიტანილზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

გამოძიებამ ტურკუს ცენტრალურ მოედანზე მომხდარ თავდასხმას დღეს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის სამიზნე ქალები იყვნენ.

ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. ორივე დაღუპული ფინელია, დაშავებულთა შორის კი ბრიტანეთის, შვედეთისა და იტალიის მოქალაქეებიც არიან.

დღის ამბები