ყაჩაღობა წყალტუბოს რაიონში - სოფელ მაღლაკში, საკუთარ სახლში მამაკაცი დააყაჩაღეს. დაზარალებული სახლში მარტო ცხოვრობდა. როგორც ცნობილია იგი ნაცემია, გარდა ამისა დამნაშავეებმა მას ცივი იარაღით ჭრილობებიც მიაყენეს.
დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას სახლში გადის. რაც შეეხება ყაჩაღობის ფაქტს, წაღებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევა სოფელ მაღლაკში გვიან ღამით მოხდა.