20 აპრილი 2024,   11:16
ვრცლად
მემინგემის აეროპორტში ჩარჩენილი მგზავრების ერთი ნაწილი უკვე გამოამგზავრეს, უმეტესობა კი ისევ ადგილზე რჩება 

გერმანიაში, მემინგემის აეროპორტში ჩარჩენილი მგზავრების ნაწილი უკვე გამოამგზავრეს, თუმცა მათი დიდი ნაწილი 24-მდე მოქალაქე რჩება და გამომგზავრების თარიღი ჯერაც არ იცის. ისინი დახმარებას ითხოვენ.

„როდესაც რეგისტრაცია გაიარეს, რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრეს, რომ დაბრუნდით, საპასპორტოში გაიარეთ, იმიტომ რომ გაუქმდა თქვენი რეისიო. ღამე გაატარეს, გაუშალეს რაღაც ლეიბები მაგრამ მცირე რაოდენობით იატაკზე. ზოგიერთმა მაგიდაზე დაისვენა და ფაქტობრივად გაათენეს მთელი ღამე. არაფერი არ შესთავაზა კომპანიამ, არაფერი ჩვენ არ გვეხებაო. მარტო ბილეთების გადამისამართება მოხდება, წასასვლელი ხარჯებიც თქვენ უნდა გაიღოთო და პასუხი მოსთხოვეთ კომპანიასო. საერთოდ, კომპანიიდანაც არავინ წარმომადგენელი არ გამოჩენილა. ერთადერთი ინფორმაცია მაქვს, რომ 24-სთვის შეიძლება მოხდეს ამ ბილეთის გადაცვლა,“ - ამბობს ერთ-ერთი მგზავრის დედა.

სოციალურ ქსელში ქართველი მგზავრები ვიდეოს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ "wizz air"- მა 200-მდე მგზავრი უპატრონოდ მიატოვა. მგზავრებმა გასაშლელი საწოლები დადგეს და ცდილობდნენ აეროპორტის შენობა არ დაეტოვებინათ. ხალხი საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. მემინგემი - ქუთაისის ავიარეისი რომელიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, გაუქმდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აცხადებენ, რომ რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა გახდა. თუმცა მგზავრების თქმით, რეისის გაუქმების შესახებ მათ არავინ არაფერი განუმარტა.

ამავე თემაზე
დღის ამბები