25 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და "ყალტაბანდობაზე" საუბრობს

ოპოზიცია მმართველ გუნდთან პრინციპულ საკითხების დათმობას არ გეგმავს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უმრავლესობას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება"მათი წინადადებების რეალურად განხილვას არ გეგმავს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა მმართველ გუნდს აკრიტიკებს. ის აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მოთხოვნების წერილობითი ფორმით გადაგზავნა „ყალთაბანდობის“ ტოლფასია.

„ასე სათითაოდ იგივე რაღაცის მოთხოვნა უბრალოდ, არაგულწრფელობის კიდევ ერთი ნიშანია. არ არის პრობლემა, კიდევ ერთ წერილს დავუწერთ, კიდევ მოვაწერთ ხელს ყველანი და კიდევ გავუგზავნით. მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ყალთაბანდობენ, ისინი იქცევიან არაკეთილსინდისიერად,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ შეხვედრის დროს მმართველი გუნდი დისონანსის შეტანას ცდილობდა, თუმცა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნა.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უპრეცენდენტო ერთობა ოპოზიციურ პარტიებს შორის. ჩვენ ყველამ ერთად ზეპირად და წერილობითაც დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენთვის მთავრი პრინციპული საკითხი იყო და რჩება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა," - აცხადებს ლევან თარხნიშვილი. 

დღის ამბები