25 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
ბორჯომის რაიონის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოიძახეს

წაღვერში, სოფელ დაბაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართვისთვის ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ხანძრის გავრცელების მასშტაბი დაახლოებით300-400 კვადრატული მეტრია. მისივე თქმით, ტერიტორია რთულად მისადგომია.

გვაზავას განცხადებით, ქარის გამო, არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სახანძრო და საპატრულო სამსახური, თუმცა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მისვლა შეუძლებელია. სწორედ ამის გამო გახდა საჭირო ვერტმფრენის გამოძახება, რომელსაც წუთი-წუთზე ელოდებიან.

სატყეო სააგენტოს უფროსი ვარაუდობს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა დაუდევრობა ყოფილიყო.

დღის ამბები