25 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
გაუქმებული რეისი - საქართველოში დასაბრუნებლად „Wizz Air“-ის მგზავრების ნაწილს კიდევ სამი დღე მოუწევთ ლოდინი

თითქმის 10 საათიანი დაგვიანებით „Wizz Air“-ის მგზავრების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. რეისი, რომლითაც ისინი მენინგემიდან ქუთაისში მოფრინავდნენ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაიდო.

მგზავრები ყვებიან, რომ კომპანია „Wizz Air“-ის წარმომადგენლებს მათთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ და ისინი იძულებული გახდნენ სამშობლოში გამოსაფრენი ბილეთები თავად შეეძინათ.

ოფიციალური ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ მენინგემიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისის გადადების მიზეზი უამინდობა და ძლიერი ელჭექი გახდა.

აეროპორტების გაერთიანებაში იმ მგზავრებს, რომლებსაც კომპანია ამ დრომდე არ დაკავშირებია, ურჩევენ თავად დარეკონ „Wizz Air“-ის ცხელ ხაზზე.

ბოლო ინფორმაციით, დარჩენილი მგზავრების ავიაკომპანია საქართველოში 24 აგვისტოს გამოამგზავრებს. ფრენა ამჯერად ქუთაისის მიმართულებით დორტმუნდიდან უნდა შესრულდეს, თუმცა მგზავრების ნაწილმა არ იცის, სად მოუწევს მომდევნო სამი დღის გატარება.

დღის ამბები