20 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
„დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიან კანდიდატებს დაასახელებენ

„დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიან კანდიდატებს დაასახელებენ.

მათ ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა წარადგენენ. ამ თემაზე ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო - თუმცა „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივაზე ამ ეტაპზე მზადყოფნა მხოლოდ ბურჯანაძის პარტიამ გამოთქვა.

პარტიების ერთიანი კანდიდატები 12:00 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე დასახელდებიან.

„კონკრეტული შეთანხმების საკითხი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სწორედ პრეზენტაციაზე და ეს იქნება გარკვეული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების შეთანხმების საკითხი, სადაც გამოიკვეთება ერთიანი ოპოზიციური მერობის კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და იმ მოლაპარაკებების შედეგები, რომელიც მიმდინარეობდა ბოლო პერიოდში,“-განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა გიორგი ახვლედიანმა.

დღის ამბები