20 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
ამერიკული რაკეტგამანადგურებელი სამხედრო ხომალდი საწვავით დატვირთულ ტანკერს შეეჯახა - არიან დაშავებულები

სინგაპურის სანაპიროსთან სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. გამთენიისას ამერიკული რაკეტ-გამანადგურებელი სამხედრო ხომალდი "ჯონ მაკკეინი" საწვავით დატვირთულ ტანკერს შეეჯახა. დაშავდა 5 მეზღვაური. ათი სამხედრო კი დაკარგულადაა მიჩნეული. ინციდენტი სინგაპურის სრუტეში იმ დროს მოხდა, როდესაც სამხედრო ხომალდი პორტში შედიოდა. შეჯახების შედეგად ორივე გემის კორპუსი დაზიანდა. სამძებრო სამუშაოებში ამერიკულ ვერტმფრენებთან ერთად მალაიზიისა და სინგაპურის გემები მონაწილეობენ.

დღის ამბები