24 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს 

კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

დავით ცინცქილაძეს სასამართლო განჩინება დღეს ჩაბარდება, რის შემდეგაც ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს სავარაუდოდ დღესვე მიმართავს.

ის მიხეილ იაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს. გუშინ ადვოკატმა პროკურატურა მუქარასა და მის მიმართ ზეწოლაში დაადანაშულა. დავით ცინცქილაძე საგამოძიებო უწყებისგან მომხდარის შესახებ გამოძიებას ითხოვს.

შესაბამისი განცხადებით ადვოკატი აპირებს პროკურატურას უახლოეს პერიოდში მიმართოს.

„ვგეგმავთ განჩინების ჩაბარებისთანავე გავასაჩივროთ იგი. ვფიქრობთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და მიხეილ იაშვილს გაათავისუფლებს პატიმრობიდან,“-განაცხადა ადვოკატმა დავით ცინცქალაძემ.

დღის ამბები