24 აპრილი 2024,   15:40
ვრცლად
ხანძარი დიღომში - დამწვარია 5 ათასი კვადრატული მეტრი

ხანძარი დიღომში - პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დამწვარია 5 ათასი ათასი კვადრატული მეტრი. როგორც "რუსთავი 2"-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახური 169-ე სკოლის თანამშრომლებმა გამოიძახეს, რომელიც შემთხვევის ადგილთან მდებარეობს. 

ცეცხლი ხმელ ბალახს წაეკიდა, თუმცა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები