19 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
ესპანეთის პოლიცია ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობას ადასტურებს

ესპანეთის პოლიცია ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობას ადასტურებს. ფურგონს, რომელიც რამბლას ქუჩაზე ხალხს დაეჯახა, მაროკოელი იუნეს აბუ-იაკუბი მართავდა. ის 12 კაციანი ჯგუფის ბოლო წევრია, რომელსაც უკვე ევროპის მასშტაბით ეძებენ.

პარალელურად, გამოძიებამ ქუჩაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები გაავრცელა. ფოტოებში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ჩანს, რომელიც თავდასხმის დღეს რამბლას ქუჩაზე მაღაზიაში იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები