20 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” 200 წევრი დახოცეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სირიაში ავიაიერიშის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” 200 წევრი დახოცეს. უწყებამ შეტევის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

დაიბომბა 20 მანქანისგან შემდგარი კოლონა, რომელიც ქალაქ დეირ ალ ზორისკენ მიემართებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცოცხალ ძალასთან ერთად, ტერორისტებმა შეიარაღებაც დაკარგეს. 

დღის ამბები