24 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება - აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

მორიგი დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. შეერთებული შტატები რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. გადაწყვეტილება 23 აგვისტოდან შედის ძალაში.

შეერთებული შტატების საელჩოში ახალ შეზღუდვებს დიპლომატიური უწყებებში პერსონალის სიმცირით ხსნიან. ვაშინგტონმა სალეჩოსა და საკონსულოების თანამშრომლების რიცხვი მოსკოვის მოთხოვნით შეამცირა. ეს იყო ვლადიმერ პუტინის პასუხი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაკანონებაზე.

შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ არასაემიგრაციო ვიზების გაცემა სექტემბრის დასაწყისიდან განახლდება, თუმცა მნიშვნელოვანი შეზღუდვებით. ვიზები მხოლოდ მოსკოვში გაიცემა, შესაბამისად რუსეთის მოქალაქეებს გასაუბრებაზე დედაქალაქში ჩასვლა მოუწევთ.

ამერიკელი დიპლომატების განცხადებით, ასეთი რეჟიმი მომავალშიც შენარჩუნდება, ვიდრე მოსკოვი დიპლომატებზე დაწესებულ შეზღუდვებს არ მოხსნის. რუსი დეპუტატები ანალოგიური ზომების ამოქმედებას ითხოვენ, თუმცა სერგეი ლავროვმა პირობა დადო, რომ საპასუხო ნაბიჯი რიგით ამერიკელებს არ დააზარალებს.

დღის ამბები