19 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
ზედიზედ ორი ავარია - მარსელის პოლიცია ქალაქის ცენტრში მომხდარ 2 ინციდენტს იძიებს

მარსელის პოლიცია ქალაქის ცენტრში მომხდარ 2 ინციდენტს იძიებს. მცირე ინტერვალით ერთი და იგივე ავტომობილი ავტობუსის ორ სხვადასხვა გაჩერებაზე შევარდა და ხალხს დაეჯახა. ავარია ძველი პორტის რაიონში მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ავტობუსის გაჩერებას დაეჯახა, სადაც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. შედეგად დაიღუპა ერთი გამვლელი ქალი, მძღოლმა ადგილიდან გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც უკვე მეორე გაჩერებას დაეჯახა. მედიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი დაკავებულია და დაწყებულია გამოძიება.

ჟურნალისტების ცნობით, ამ ეტაპზე პოლიცია მომხდარს ტერაქტად არ აფასებს, თუმცა მოსახლეობასა და ტურისტებს ძველი პორტის რაიონში მისვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.

დღის ამბები