20 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
კურიერის ექსკლუზივი - ადგილი ფონიჭალაში, სადაც საინექციო საშუალებების ნამდვილი სასაფლაოა

ფონიჭალაში საინექციო საშუალებების სასაფლაოა. კონფიდენციალური წყაროს მტკიცებით, ფონიჭალაში ნარკოტიკების მომხმარებლები და რეალიზატორები იკრიბებიან და ეს ტერიტორია ნარკოტიკებით ვაჭრობის საბითუმო ბაზრად იქცა.

კურიერის კამერის მუშაობის დროს ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც გამოჩნდა.

დაუცველ ტერიტორიასთან ახლოსაა დასახლებაც. ადგილობრივები არაფერს ამბობენ. მათი მსხვილფეხა საქონელი კი საინექციო საშუალებებით სავსე მინდვრებში ბალახობს.

12 და 16 აგვისტოს ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა და ოფიციალური ინფორმაციით, ნარკორეალიზატორები დააკავა. მთავარ კითხვებს, ვინ არიან დაკავებული პირები, ვისგან აიღეს ნარკოტიკული საშუალებები, როგორ შემოდის ქვეყანაში ჰეროინი და გავიდა თუ არა გამოძიება წამლის მსხვილი რეალიზატორების კვალზე, უწყებაში არ პასუხობენ.

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისა და ტრანზიტული მარშრუტების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ფლობს გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისი.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ჯემალ ჯანაშია, მიიჩნევს, რომ 2017 წლის აგვისტოში ქვეყანაში ჰეროინის შემოტანასა და მასიურ გასაღებებს ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო. ერთ-ერთი ისაა, რომ საქართველო კვლავ რჩება აღმოსავლური ჰეროინისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების სატრანზიტო ქვეყანათა სიაში.

კურიერის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს-ში ვერავინ მოძებნეს, ვინც ქვეყანაში ჰეროინის შემოტანისა და გასაღების თემაზე და ბოლო დროს გახშირებულ სპეცოპერაციებზე ისაუბრებდა.

უცნობია, გაგრძელდება თუ არა გამოძიება თუ ხმაურიანი დაკავებების სერია ე.წ. წვრილფეხა ნარკორეალიზატორების პასუხისგებაში მიცემით დასრულდება.

დღის ამბები