24 აპრილი 2024,   06:51
ვრცლად
ცენტრ პოინტის დამფუძნებლებმა შესაძლოა, ციხე ვადაზე ადრე დატოვონ

ცენტრ პოინტის დამფუძნებლებმა შესაძლოა, ციხე ვადაზე ადრე დატოვონ. დღეს ცნობილი ხდება, რომ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ოჯახის წევრებს პროკურატურასთან მოლაპარაკებები აქვთ.

გუკა რჩეულიშვილის ინფორმაციით, ცენტრპოინტი შესაძლოა, გაიყიდოს. რჩეულიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კომპანიების მხრიდან დაზარალებულებთან გაფორმებული კონტრაქტების შესწავლა მოხდება, გაირკვევა, რომელი ინვესტორი აიღებს ვალდებულებას დაწყებული მშენებლობების დასრულების მიზნით.

რჩეულიშვილის თქმით, ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს, m2-ია. m2-ში მხოლოდ ის განმარტეს, რომ კომპანიას ცენტრ პოინტის არცერთი ობიექტი არ უყიდია და არც მომავალში გეგმავს. 

დაზარალებულების კიდევ ერთი ნაწილი კი მხოლოდ ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვს, რის გამოც, დაკავებულებისთვის ბრალის დამძიმება მათ ინტერესებში არ შედის.

მთავარ საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ამისთვის ყველა დაზარალებული სრულად უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილავს ბრალდების მხარე ცენტრ პოინტის მფლობელების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

საქალაქო სასამართლომ ისინი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად მითვისებაში დამნაშავეებად სცნო და აღმკვეთი ღონისძიების სახით 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

დღის ამბები