25 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
რკინიგზელების საპროტესტო აქცია უფრო მასშტაბური ხდება

რკინიგზელების საპროტესტო აქცია უფრო მასშტაბური ხდება. მოშიმშილეებს საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები რეგიონებიდან შეუერთდნენ.

მთავარ ოფისთან უკვე 20 პირი შიმშილობს და ამ დრომდე არსებულ მოთხოვნებს კონკრეტული მაღალჩინოსნების გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. გაფიცული რკინიგზელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

თავდაპირველად აქცია ორმა რკინიგზელმა დაიწყო. ისინი გურჯაანიდან მარნეულში გადაყვანას აპროტესტებდნენ, რადგან ტრანსპორტისა და საცხოვრებლის ხარჯის დაფარვა თავად უწევდათ.

სატელეფონო საუბარში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მოთხოვნებს "აბსურდული" უწოდა.

დაჩი ცაგურიას პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა, უპასუხა, რომელიც მოშიმშილეთა მხარდასაჭერად აქციაზე მივიდა.

აქციაზე საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული, თუმცა შეკრება ექსესების გარეშე დასრულდა.

რკინიგზელები კარვების გაშლის უფლების მიღებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიიღებენ. დღეს კი თავს სატვირთო მანქანას შეაფარებენ.

დღის ამბები