25 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
სტიქიური უბედურების ზონაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის

სტიქიური უბედურების ზონაში საქართველოს პრემიერმინისტრი ჩადის. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი2-ს პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. 

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში შექმნილი სიტუაციის გამო, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

"საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

"შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

"საგანგებო შტაბი სტიქიის სალოკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე მუშაობს 2 ვერტმფრენი," - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები