25 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
თუ გაჩნდება ეს საშიშროება, აუცილებლად განვახორციელებთ ევაკუაციას - ზურაბ ალავიძე

„თუ გაჩნდება ეს საშიშროება, აუცილებლად განვახორციელებთ ევაკუაციას,“ - ასე აფასებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, სოფელ დაბასთან არსებულ სიტუაციას.

ალავიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას.

მინისტრის თქმით, ხანძარი მიუდგომელ ადგილზეა და სწორედ ეს განაპირობებს სირთულეს.

„ფეხით უნდა გაგრძელდეს მუშაობა ისევ, რადგან ტექნიკისთვის ძალიან რთულად მისადგომი ადგილია. იქ, სადაც შეიძლება, ტექნიკა მივიდეს და ხანძარი აღარ გავრცელდეს, ამისთვის მძიმე ტექნიკა დაიწყებს მუშაობას,“ - აცხადებს ზურაბ ალავიძე.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე არსებული სამაშველო ჯგუფები მოსახლეობის ევაკუაციას შეძლებენ.

„იქ, სადაც საშიშროება არის მოსახლეობის, თუ გაჩნდება ეს საშიშროება აუცილებლად განვახორციელებთ ევაკუაციას. ამ წუთში ეს საშიშროება არ არის,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

„ამ წუთში საჭირო არ არის ევაკუაცია. თუ გახდება საჭირო ევაკუაცია, იქ ბევრი პროფესიონალი მუშაობს, მოსახლეობას პრობლემას არ შევუქმნით,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

სოფელ დაბასთან პრემიერმინისტრის მისვლას ელოდებიან.

დღის ამბები