20 აპრილი 2024,   01:29
ვრცლად
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა - კარლო ნატალე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ქვეყნის მთავრობამ ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა.

ბრიუსელში ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას აფასებენ და გადაწყვეტილებასაც ქართულ მხარესთან შეთანხმებით მიიღებენ.

„საქართველოს მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა ევროკავშირს და ბორჯომის ხეობაში არსებული საგანგებო ვითარება გააცნო. ბრიუსელში ამ ვითარებას აფასებენ და ერთობლივად ვმუშაობთ ქართულ მხარესთან იმაზე, თუ რა ზომების მიღება იქნება საჭირო.

"მუდმივი კონტაქტი გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. გვაწვდიან უახლეს ინფორმაციას. ერთობლივად გადაწყდება, თუ რა ზომების მიღებაა საჭირო. საკოორდინაციო მექანიზმები ბრიუსელში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებს,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლო ნატალემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები