25 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი "თი-ბი-სი ჯგუფისა" და კომპანია "ბორჯომის" მიერ აღდგება - მამუკა ხაზარაძე

ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი თიბისი ჯგუფისა და კომპანია ბორჯომის მიერ აღდგება.

განცხადება ბიზნესმენმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. კომპანია ბორჯომი ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა.

მამუკა ხაზარაძემ სხვა კომპანიებს მოუწოდა, ინიციატვას შეურთდნენ. 

ინიციატივას ბიზნესმენი თემურ ჭყონია და კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაც შეუერთდა. 

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ამ წუთებშიც მძვინვარებს. ცეცხლს მეხანძრე-მაშველები ებრძვიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები