20 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
ამ საღამოს მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება - ზურაბ ალავიძე

"ამ საღამოს მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რთული დღე გვქონდა, ახლა სიტუაცია გაცილებით უკეთ არის,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგანგებო შტაბში კონკრეტული განსახორციელებელი ნაბიჯები დაიგეგმა. ალავიძის განცხადებით, მძიმე ტექნიკა, სახანძრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადანაწილდა. 

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ხანძარს გააკონტროლებენ ისე, რომ მოსახლეობას საფრთხე არ მიადგეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები