24 აპრილი 2024,   06:53
ვრცლად
პრემიერმა პრეზიდენტს სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით მიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით მიმართა.

ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს.

პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.

დღის ამბები