20 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
ბელორუსიდან გამოგზავნილმა სატვირთო შვეულმფრენმა ბორჯომის ხეობაში მუშაობა დაიწყო

ბელორუსიდან გამოგზავნილმა სატვირთო შვეულმფრენმა ბორჯომის ხეობაში მუშაობა დაიწყო. შვეულმფრენმა საქართველოს ტერიტორია გუშინ გადმოკვეთა და სამაშველო სამუშაოები დღეს დაიწყო. 

ბელორუსიდან სატვირთო ვერტმფრენი “МИ-26“ ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე გამოფრინდა.

მას გარდა სამაშველო საქმიანობაში დილიდან ჩართულია თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი შვეულმფრენი.

ამ ეტაპზე 5 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს ებრძვის. დღეს კიდევ ელოდებიან აზერბაიჯანიდან ერთი შვეულმფრენის ჩამოსვლას, რომელიც 15 ტონიანია. 

ბორჯომის ხეობაში ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. 

დღის ამბები