23 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად 2 ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა

ატენის ხეობაში ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ან ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით, 2 ჰექტარი მიწის ფართობი.

ძლიერ ცეცხლს ატენის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ცეცხლი ზემო ბოშურის მიმდებარე ტყეში გუშინ საღამოს გაჩნდა. მისი ჩაქრობა რთული რელიეფისა და ძლიერი ქარის გამო გაძნელა, თუმცა ლოკალიზება დროულად მოხერხდა, ამის მიუხედავად ცეცხლი ორ ჰექტარზე გავრცელდა.

ოპერაციაში ჩაერთო სამხედრო ძალები და სამაშველო სამსახურები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან.

ამ წუთებში ხდება კერების განადგურება და დამწვარი ხეების მოჭრა. 

დღის ამბები