24 აპრილი 2024,   01:09
ვრცლად
ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონი იპოვეს

ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონი იპოვეს. როგორც შსს-ს წარმომადგენელმა რუსთავი 2-ს განუცხადა საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია აწარმოებს გამოძიებას.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესწავლა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება.

სტიქიის ზონაში 20-ლიტრიანი ბიდონის პოვნის შესახებ ინფორმაცია, სოციალური ქსელში გავრცელდა. თვითმხილველი აკა სინჯიკაშვილი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს, თუმცა მას ჟურნალისტებთან დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია. 

შსს-ს ინფორმაციით სტიქიის ზონაში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები