19 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
დივერსია ვერსიად არის - ირაკლი სესიაშვილი ხანძრის მიზეზზე საუბრობს

ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად პარლამენტში დივერსიას ასახელებენ. განცხადება ცოტა ხნის წინ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დივერსიის ვერსია განიხილება, რასაც გამოძიება დაადგენს.

„გავრცელდა გარკვეული ინფორმაციები, თითქოსდა, შესაძლოა, საქმე გვქონდეს დივერსიასთან. მართლაც არათავსებადად მოხდა სხვადასხვა წერტილში ცეცხლის გაჩენა, რომლის საფუძველი შეიძლება არც არსებობდა, ამიტომ, გამოძიებამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაადგინოს საერთო ჯამში რა იყო მიზეზი ამ ცეცხლის კერების. ყველა შესაბამისი საფუძველი ან ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ კონკრეტულად ვისაუბროთ დივერსიაზე, არ იქნება სწორი, თუმცა ვერსიად არის, რა თქმა უნდა და ამას გამოძიება დაადგენს,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

დღის ამბები