20 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
„ბევრი ეჭვი ჩნდება, ერთი მხრივ, ეს არ არის მხოლოდ ზაფხულის და ტყის ხანძრები"- თამარ ჩუგოშვილი

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ხანძრების გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„ბევრი ეჭვი ჩნდება, ერთი მხრივ, ეს არ არის მხოლოდ ზაფხულის და ტყის ხანძრები. ჩვენ წლის დასაწყისიდან ბევრი ხანძარი ვნახეთ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე. ეს ეჭვები ჩნდება, თუმცა ეს მხოლოდ ეჭვებია და დასაბუთებული არ არის, დასაბუთებას გამოძიების მუშაობა სჭირდება. ასე რომ გამოძიება მგონი ამ ყველაფრით დაინტერესდება, თუკი რაიმე დივერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ, ამას უკვე არგუმენტირებული პასუხი და ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია დაადასტურებს ან უარყოფს,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, გამოძიებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ბიუროს სხდომები დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე წუთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებასთან დაკავშირებით მსჯელობა რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები