ჰონგ-კონგს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. ჰატო ჩინეთის მეგაპოლისს რამდენიმე საათში დაატყდება თავს, თუმცა ქალაქში უკვე გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია.
სტიქიამ ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზარალა, განსაკუთრებით დაზიანდა სანაპირო ზონა, სადაც მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. ძლიერმა ტალღებმა ვიქტორიას პორტი დატბორა და ქუჩებზე გაჩერებული მანქანები გაიტაცა.
მეტეოროლოგებმა სტიქიას მაქსიმალური - მეათე კატეგორია მიანიჭეს და მოსახლეობას ქუჩებში გასვლისგან თავის შეკავება ურჩიეს.