25 აპრილი 2024,   01:57
ვრცლად
ხანძრის ახალი კერები - ბორჯომის ხეობას ხანძარი ახალი ძალით უტევს

სტიქიური უბედურების ზონაში ისევ ქარია, რის გამოც თითქმის ლოკალიზებული ხანძარი ხეობას კიდევ ერთხელ, ახალი ძალით უტევს. ცეცხლი სოფელ დაბას მიმდებარე ფერდობებზე ნახანძრალი ტერიტორიის ერთ-ერთ მონაკვეთზე გაჩნდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ერთი ახალი კერაა წარმოშობილი, რომლისკენ მიმავალი გზა უკვე გაჭრილია. ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

„სახანძრო ვერტმფრენები აქტიურად მუშაობენ. ერთი წამით არ შეუწყვეტიათ მათ მუშაობა... ყველა კერაზე ვმუშაობთ, მიუხედავად გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა, ვხედავთ, რომ ძალიან ძლიერი ქარია... ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ამ წუთებში იმყოფებიან კერების მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველასგან მოგვდის ის ინფორმაცია, რომ რაც უფრო ზემოთ იწევიან ჩვენი თანამშრომლები, მით უფრო ძლიერდება ქარი,“ - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.

დღის ამბები