24 აპრილი 2024,   16:56
ვრცლად
დღეს მნიშვნელოვანია, ყურადღების მობილიზება სრულად მოხდეს თავად პრობლემის მოგვარებაზე - ანა დოლიძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, აცხადებს, რომ ხანძრების მიზეზებსა და ხელისუფლების რეაგირებაზე ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ უნდა იმსჯელონ.

მისი თქმით, ყველა შეკითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების მობილიზება სრულად მოხდეს თავად პრობლემის მოგვარებაზე, საქმე გვაქვს საკმაოდ მძიმე ვითარებასთან, თუმცა, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც სტიქიური კატასტროფა დასრულდება, ადგილი ექნება მსჯელობას, გამოძიებას, შესწავლასა და ანალიზს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები