საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის ევროპული სარდლობის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევიდ ალვინმა მოაწერეს.
ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.