ცნობილ რუს რეჟისორს, კირილ სერებრენნიკოვს, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
მოსკოვის ავანგარდული თეატრის, გოგოლ-ცენტრის, ხელმძღვანელს სახელმწიფო თანხების გაფლანგვა ბრალდება. ის გუშინ დააკავეს. დღეს კი პირველი პროცესი გაიმართა.
მის მხარდასაჭერად მოსკოვის სასამართლოსთან დილიდან ასობით ადამიანი მივიდა. აქციის მონაწილეები ხელოვანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებდნენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ რეჟისორს პოლიტიკური ნიშნით ასამართლებენ, რადგან საკუთარი შემოქმედებით ხელისუფლებას აკრიტიკებდა.