19 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
თავდასხმა ავღანეთში სამართალდამცველებზე - დაიღუპა 5 და დაშავდა 42 ადამიანი

ავღანეთში სამართალდამცველებზე მორიგი თავდასხმა მოხდა. დანაღმული მანქანა ტერორისტებმა ჰელმანდის პროვინციაში პოლიციის სამმართველოსთან ააფეთქეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი, მათგან ორი ჯარისკაცი, ორი ქალი და ერთი მცირეწლოვანია.

ტერაქტის შედეგად დაშავებული 42 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. პოლიციის განცხადებით, დანაღმული მანქანა ჯერ პოლიციელებს და ჯარისკაცებს დაეჯახა, რომლებიც სამმართველოსთან ხელფასების რიგში იდგნენ, შემდეგ კი აფეთქდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

დღის ამბები